გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აუდიტი: ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა

14-03-2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამის შესახებ გაზეთი "ბათუმელები" წერს.

აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა.

აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების [კონსოლიდირებული ტენდერების გარდა] 54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა ან უმნიშვნელოდ შემცირდა.

"ათი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება [26 506 578 ლარი], მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა [26 380 067 ლარამდე]“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური თვლის, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ კვლევა არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად:

"მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება და სხვა,“- წერია განცხადებაში.

imednews.ge