გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილი ქვეყანას გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს ტოვებს

11-12-2020

"უნდა მოვუსმინოთ საზოგადოებას, რომელიც გვეუბნება, დავიღალეთ ერთ წრეზე სიარულით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სიძულვილი ქვეყანას გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს ტოვებს იმ დროს, როცა მას ეროვნული ენერგიის მობილიზება ყველაზე მეტად სჭირდება.

"30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, მათ შორის მეც. დღეს კი ქვეყანას ქუჩაში დგომის ნაცვლად სხვა რამ სჭირდება.

საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობა შეწყვიტა და 30 წელია რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. დროა, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ. სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როცა მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.