გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს

12-12-2020

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკოს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა" - ამის შესახებ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე, უბნების მიხედვით მონაცემების შედარებაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე. მათ, მთელი ეს პროცესი ცრუ ბრალდებას დააფუძნეს - რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა. ეს იყო შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან და პოლიტიკური აფერა. რაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, ოპოზიციის მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა, აცამტვერებს. იმთავითვე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო უსაფუძვლო“- განაცხადა თალაკვაძემ.