გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის

12-12-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის. მე-11 ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევით განახორციელა. ოპერაცია წარმატებით, მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. ქვედანაყოფის მანევრში ინტეგრირებული იყო 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნთა ცეცხლი, მძიმე ტყვიამფრქვევები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნები, სნაიპერთა გათვლები და გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „Javelin“(ჯაველინი).

დასკვნითი ფაზა ასეულის დონის საბრძოლო სროლების ბატალიონის საბრძოლო მხარდამჭერ ელემენტებთან ინტეგრაციით განხორციელდა. სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. ასევე, წვრთნები ხელს შეუწყობს რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. საბრძოლო სროლების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესი საბრძოლო მომზადების ცენტრისა და ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.