გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია განახლდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი დაემატა

13-12-2020

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ციფრული სერვისების გაუმჯობესებას აგრძელებს და მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს. მოიხსნა 500 ლარიანი შეზღუდვა თანხის ანაზღაურებაზე, მობილური აპლიკაციის და ონლაინ პორტალის დახმარებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის თანხის ონლაინ ანაზღაურება. დაზღვეულებს, ასევე ონლაინ აპლიკაციის ან პორტალის საშუალებით შეუძლიათ აინაზღაურონ ჰოსპიტალიზაციისა და მშობიარობის ხარჯები. კიდევ უფრო გამარტივდა დისტანციურად ანაზღაურების მოთხოვნა, ჯიპიაის დაზღვეულები სამედიცინო ანაზღაურებაზე დასტურს, მიმართვის საფუძველზე ავტომატურად, წამებში მიიღებენ და აპლიკაციით სამედიცინო ანაზღაურების მოთხოვნას თავიანთი ოჯახის წევრისთვისაც შეძლებენ. განახლებული აპლიკაციით შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებისთვის გაგზავნილი განაცხადის რედაქიტრება ნებისმიერ დროს. მომხმარებელს ასევე შეუძლია მოთხოვნილი ანაზღაურების გადაწყვეტილების გასაცნობად სატელეფონო ზარი მოითხოვოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ფუნქციონალების დამატებით დაზღვეულებისთვის აპლიკაციითა და პირადი კაბინეტით სარგებლობა კიდევ უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა. თუ აქამდე დაზღვეულებს 500 ლარზე მეტი თანხის ასანაზღაურებლად ოფისში მისვლა სჭირდებოდათ დღეს ეს საჭირო აღარაა, ჯიპიაის ციფრული სერვისებით ნებისმიერი ოდენობის თანხის ანაზღაურება დისტანციურადა არის შესაძლებელი.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი:“ ციფრული სერვისების განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა დღეს ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს დაზღვეულებს ონლაინ სერვისებით სარგებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ახალი ფუნქციონალების დახმარებით კი ვფიქრობ ამას

შევძლებთ. თანხაზე შეზღუდვის მოხსნით და ჰოსპიალიზაციისა თუ მშობიარობის ხარჯების ონლაინ ანაზღაურების დამატების შემდეგ, ჯიპიაის ჯანმრთელობის პოლისით დაზღვეულებს ყველა სადაზღვევო სერვისით სარგებლობა სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში შეუძლიათ. ჯანმრთელობის დაზღვევა ახლა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ ამ პოლისის მფლობელებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ ჩვენი დაზღვევით სარგებლობა. ციფრული სერვისების განახლებით მათ ვეხმარებით უსაფრთხოდ და სწრაფად მიიღონ ჩვენი მომსახურება.“

ჯიპიაის დაზღვეულებს სრული სადაზრვევო მომსახურების მიღება დისტანციურად შეუძლიათ. მობილური აპლიკაციითა და დაზღვევის ონლაინ პორტალის საშუალებით შესაძლებელია შეიძინო დაზღვევა, გადაიხადო პრემია, ჩაეწერო ექიმთან ვიზიტზე, ონლაინ მოითხოვო მიმართვა ვიწრო სპეციალისტთან ვიზიტზე, გამოკლვევებსა თუ მედიკამენტებზე. ასევე დისტანციურად არის შესაძლებელი სამედიცინო ანაზღაურების მოთხოვნა, მოთხოვნილი თანხა კი იმავე სამუშაო დღეს ირიცხება ანგარიშზე.

ჯიპიაის ჯანმრთელობის პოლისით დაზღვეულებისათვის კიდევ ერთი სიახლე აქვს. ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა უკვე თბილისის ყველა დიდ უბანშია შესაძლებელი. პირადი ექიმის არჩევა და დაზღვევით გათვალისწინებული სრული სამედიცინო სერვისის მიღება დაზღვეულებს ორ ახალ კლინიკაში შეუძლიათ- კლინიკა „ჯერარსში“ მუხიანში და კლინიკა „ენ მედიციში“ ისანი-სამგორში.

1-ლი დეკემბრიდან კი ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი. დაზღვევის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად იღებს კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისს „ონკოქეარი“ და კურაციოს სასაჩუქრე ბარათს, რომლის მეშვეობითაც მისი ოჯახის ერთი ოჯახის წევრი კლინიკა „კურაციოში“ ყველა სამედიცინო სერვისზე 50%-ანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია და ისარგებლე სადაზღვევო მომსახურებით სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ: http://get.mygpi.ge/#step2