გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

1-თვიანი უშუქობის გამო მამაკაცმა გორში გზა გადაკეტა

14-03-2018

გორში, კომბინატის დასახლებაში, ტარიელ თაყაძემ გზა ხის ტოტით გადაკეტა. ოჯახს 200 ლარიანი დავალიანების გამო ერთი თვეა,  ელექტროენერგია შეწყვეტილი აქვს. 

 ტარიელ თაყაძე ამბობს, რომ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ორივე მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

მართალია, სოციალურ დახმარებას იღებენ, თუმცა ეს თანხა დავალიანების გადახდას არ ჰყოფნის.


,,ფიზიკურადაც ვერ ვმუშაობ, რომ ოჯახში  რაიმე შევიტანო. პენსიას ვიღებთ, ვყიდულობთ საჭმელს, წამლებს, მაგრამ არ გვყოფნის. ერთი თვეა უკვე ამ მდგომარეობაში ვართ და იძულებული გავხდი, ამ ფორმით გამოვხატო პროტესტი, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება" - აცხადებს ტარიელ თაყაძე.

ხის ტოტი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე საპარტრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიტანეს.

"შიდა ქართლი"