გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მებაჟეებმა სარფში 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

14-12-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა.

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.