გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

გარემოს დაცვისა და ბუ ნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოგი მეშველიანი აირჩიეს

14-12-2020

მეათე მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

ახალარჩეული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამ დებულების მიხედვით გააგრძელებს თავის საქმიანობას მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

სხდომის დღის წესრიგით ასევე განსაზღვრული იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, არჩეულ იქნა ხატია წილოსანი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ - გოგი მეშველიანი.

‘’მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას გარემოსდაცვით მიმართულებებზე, რათა ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში’’- განაცხადა გოგი მეშველიანმა.