გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გრძელიძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება შევძელით

15-12-2020

მინდა გავიხსენო თავდაპირველი შეხვედრა პრემიერთან და ვთქვა, რომ პრობლემები, რომლებიც მაშინ კლინიკების მხრიდან იყო წამოჭრილი, თითქმის აღარ არსებობს, - ამის შესახებ ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველი მომდევნო შეხვედრის შემდეგ დასმული საკითხები ოპერატიულად წყდება და ამ ტიპის შეხვედრებმა, დაწესებულ შეზღუდვებთან ერთობლიობაში შედეგი გამოიღო.

„შედეგი არის ის, რომ კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება ოპერატიულად შევძელით და ეს ნამდვილად არის ამ შეხვედრების დამსახურებაც. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, დარწმუნებული ვარ, ყველა სპეციალისტი იმას იტყვის, რომ ეს შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს. საბოლოო გადაწყვეტილებას, რით შეიძლება შევამსუბუქოთ შეზღუდვები, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი გზით მივდივართ და ეს სწორი გზა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა გია გრძელიძემ.