გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აზიური ფაროსანას გამო აფხაზეთიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალა

14-03-2018

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) აფხაზეთიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა დროებით აკრძალა. ამის მიზეზი აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეა.

„აზიური ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოვიდა“, - განაცხადა არკადი ჯინჯიამ, მცენარეთა კარანტინის აფხაზეთის სახელმწიფო ინსპექციის უფროსმა.

„მავნებელი 2016 წელს გამოჩნდა და მნიშვნელოვანი ზიანი 2017 წელს ძირითადად გალში გამოიწვია. იქიდან კი ფაროსანა თითქმის მთელ რესპუბლიკაში გავრცელდა. იმის გამო, რომ ფაროსანა რუსეთის ტერიტორიას უახლოვდება, მეზობელმა სახელმწიფომ ასეთი აკრძალვა დაადგინა. დღეს ყველა ვმუშაობთ იმისთვის, რომ აკრძალვა მოიხსნას. ჩვენი ინსპექტორები ამოწმებენ გუდაუთის და გალის რაიონებს, რათა მწერის გავრცელების მასშტაბები შეაფასონ“, – ციტირებს „სპუტნიკი“ არკადი ჯინჯიას კომენტარს.

„როსსელხოზნადზორმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანა ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, აფხაზეთიდან მიმავალი მგზავრების ხელბარგში აღმოაჩინეს.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

reginfo.ge