გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

წალენჯიხაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

16-12-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 489 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.