ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პოლიციელის ლანძღვა-გინებისათვის 32 წლის მამაკაცი 250 ლარით დაჯარიმდა

20-11-2017

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 32 წლის  კ. მ -ს  სასამართლო პროცესი  შედგა.

2017 წლის 19 ნოემბერს პასუხისგებაში მიცემული კ.მ. ,ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც  ჩოხატაურში 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ლანძღვა და გინება დაუწყო.

როგორც თავად კ.მ.-მ  სასამართლო პროცესზე განაცხადა, იგი ბიძაშვილის ქორწილიდან მოდიოდა და მართლაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა:“ მეგონა პოლიციას ნარკოლოგიურში მივყავდი და  პოლიციას ნამდვილად უწმაწური სიტყვებით მივმართე. ჩადენილ დანაშაულს ვაღიარებ.“

 

კ.მ.  ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და  კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად ადმინისტრაციული სახდელის სახით 250 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა განესაზღვრა.

წყარო: "გურიის მოამბე"