გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოვლინდა

17-12-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს131ფაქტი შეიცავს.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 86 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გამოვლინდა 34 ფაქტი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 33, კახეთში - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, სამცხე-ჯავახეთში კი - 12.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 38 ფაქტი გამოავლინეს, მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 13 ფაქტი შეიცავს.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 280 კგ-ს გადააჭარბა.

სამართალდამრღვევებს, უმეტესად უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა: კალმახი, წვერა, კარჩხანა, ხრამული, ქაშაყი, კობრი.

ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. მაგალითისთვის, დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობის 63 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 153 ფაქტი. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, პატრულირებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია დაახლოებით 3 800 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე.
უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.