გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით წალენჯიხაში ველომარათონი ჩატარდა

14-03-2018

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა. ქ.წალენჯიხაში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ველომარათონი მოეწყო. ღონისძიებაში წალენჯიხის საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლესთან ერთად, ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის ბოლოს პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სპეციალური თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.