გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: IMF-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით

17-12-2020

გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომი, მე-7 შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი და ამ განხილვის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება დაახლოებით 4,3%, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე.

„ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ, ეს არის ის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, დონორი ორგანიზაციებისგან სწრაფად მიგვეღო დახმარება“, - აღნიშნა პრემიერმა.