გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა კარტოფილის სექტორის განვითარებისსაერთაშორისო მიდგომები განიხილეს

17-12-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა ონლაინ შეხვედრაზე საქართველოში კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს.

როგორც ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP)ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს.

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP)ჩვენს სამინისტროს და კერძო სექტორს თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ქვეყანაში მყარად ვითარდება მეკარტოფილეობის დარგი, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ჩნდება კარტოფილის ახალი ჯიშები. მთავრობა მხარს უჭერს და ხელმძღვანელობს კარტოფილის ფორუმის ჩამოყალიბებას, საქართველოში კარტოფილის სექტორში მდგრადობისა და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
როგორც შეხვედრაზე USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, საქართველოში ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.

„მონაწილეობრივი საბაზრო ჯაჭვის მიდგომების (PMCA) დანერგვა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ფერმერებს საქართველოს ბაზარზე აწარმოონ სათანადო ხარისხისა და რაოდენობის კარტოფილი. ფორუმის შექმნის შედეგად, მივიღებთ მაღალი ხარისხის კარტოფილს და გაზრდილ შემოსავლებს. კარტოფილის სექტორის განვითარების გაგრძელება საქართველოს მთავრობის, ფერმერების, კერძო სექტორის ინვესტორების და სხვა საერთაშორისო დონორების პარტნიორობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კარტოფილის ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ სფეროებზე, სადაცწარმოებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ უფრო დინამიური შესაძლებლობები შეიქმნება.