გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გრაკლიანის უნიკალური ისტორიული წარწერა ჩამოშლის პირასაა- სპეციალისტები განგაშს ტეხენ

14-03-2018

სპეციალისტები, რომლებიც გრაკლიანის წარწერის დასათვალიერებლად კასპის რაიონში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ წარწერა ჩამოშლის პირასაა. მათი თქმით, სათანადო სპეციალისტები ამ საქმეში ჯერ არ არიან ჩართულნი.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი, ხელოვნებათმცოდნე-ეთნოგრაფი გიორგი გიგაური kvirispalitra.ge-ს ესაუბრა.

- დიახ, გრაკლიანის წარწერას პრობლემა აქვს, იშლება, რადგან ქვიშანარევი თიხაა და კარგად არ არის გამომწვარი, ბუნებრივად გამომშრალია. ამ საქმეში აუცილებელია კერამიკოსების ჩართვა, რაც შეიძლება სწრაფად. ისეთების, ვისაც ასეთ თიხასთან ჰქონია შეხება. ამას ისეთი სპეციალისტები სჭირდება, ვინც გორელიეფებს ჯერ სათანადოდ შეისწავლის და მის

ტენიანობას განსაზღვრავს, შემდეგ მასში სპეციალურ ხსნარს შეიყვანს და დაბალი ცეცხლით გამოწვავს ადგილზე. 

"კვირის პალიტრა"