გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება

17-12-2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. კერძოდ, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები. ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს.

ბენზინის ხარისხისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და გარემოსდაცვითი პარამეტრების ფარგლებში იგი 2017 წლიდან შეესაბამება ევრო 5 სტანდარტს. ამასთანავე, საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. 2016 წლიდან, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს საავტომობილო საწვავის, მათ შორის, ბენზინის ხარისხის მონიტორინგს. 2020 წელს ორ ეტაპად 252 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა 301 ბენზინის სინჯი და განისაზღვრა ტყვიის, გოგირდის და ოქტანური რიცხვის მახასიათებლები. ერთეულ შემთხვევებში ოქტანური რიცხვის ნორმის დარღვევის გარდა, სხვა ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა.