გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

18-12-2020

მომავალ, 2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან – გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.

2021 წლის 29 სექტემბერიდან 1-ელ ოქტომბრამდე საერთაშორისო ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს. საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრას ტურიზმის, მემკვიდრეობისა და კულტურის სფეროში. იგი კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ხელმოწერის ცერემონიას საპატიო წევრის სტატუსით ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა 2021 წლის ფორუმისთვის მომზადებული კლიპის პრეზენტაცია.

საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. აღნიშნული პლატფორმა ევროსაბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენას საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.