18-12-2020
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 80კმ ინფრასტრუქტურა უკვე აშენდა.
ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის - მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) პროექტირება-მშენებლობას შპს „პარვუს ჯგუფი“ ახორციელებს. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სამუშაოები 2 თვეში დასრულდება და მუნიციპალიტეტის 49 დასახლებული პუნქტი ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა,ზურაბ ნასარაიამ და „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ბესელიამ.