14-03-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით პროექტი გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს. პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები - ბარამიას, კ.გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე განხორციელდება.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდგომ, ამ გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.