გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მწვანე ბოლნისის შემქმნელები გარემოსა და ხალხის სამსახურში!

21-12-2020

თუ ბოლნისში მოხვდებით და შემთხვევით ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს დაინახავთ რომლებიც ხე-მცენარეებს დასტრიალებენ ან/და მუნიციპალიტეტის იერსახეზე ზრუნავენ და ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოებს (თიბვა, სხვლა-ფორმირება, დასუფთავება და სხვა) იცოდეთ, ისინი გამწვანების სამსახურიდან არიან რომლებიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

ა(ა)იპ ბოლნის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური, მას შემდეგ რაც დაარსდა 2015 წლიდან მუდმივად ცდილობს არსებული გამწვანების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებით.

ამ წლების მანძილზე გამწვანების სამსახურმა არაერთი გამწვანების აქცია გამართა სხვადასხვა ლოკაციაზე და ათასობით ხე-მცენარე დაირგო, რომლებიც მორგებულია ბოლნისის ლანდშაფტასა და კლიმატზე.

ახალნარგავების გაშენებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე, ანდრევიკის დასახლებაში მდებარე „მომავლის მწვანე ბაღში“ დამონტაჟებულია წვეთოვანი სისტემა და იქ დარგული სხვადასხვა სახეობის 1000- ამდე ნერგების გასარწყავიანება სწორედ, წვეთოვანი გზით ხდება. თუმცა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა ნერგის გასარწყავიანება ჯერ-ჯერობით თანამედროვე საირიგაციო სისტებით არ ხდება და სამსახურის თანამშრომლები ინტენსიურად სეზონის მიხედვით კვირაში რამდენჯერმე ახორციელებენ მორწყვის სამუშაოებს.

სამსახურის უფროსი გიორგი ცხოვრებაშვილი ამბობს, რომ განაგრძობენ ინტენსიურ სამუშაოებს მწვანე ბოლნისის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენი სამსახური აქტიურად მუშაბს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის გამწვანების, არამედ ეკოლოგიური პირობების შექმნასა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიმართულებითაც, რის ფარგლებში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოები. ეტაპობრივად ვატარებთ დაავადებული და გამხმარი ხე-მცენარეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების სამუშაოებს. ჩვენ ამ წლების მანძილზე შევძელით ახალდარგული ხე-მცენარეების 80-85% -ის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გახარება. ვფიქრობ, ჩვენი აქტიური ყოველდღიური სწორი მოქმედებებით შევძლებთ კიდევ უფრო გავამწვანოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი და ამ მიმართულებით მომავალ წელსაც გაგრძელდება ღონისძიებები“ - განაცხადა გიორგი ცხოვრებაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის უფროსმა

გამწვანების სამსახური ყოველდღიურად ზრუნავს ეკოლოგიური პირობების შექმნასა და მწვანე გარემოს გაუმჯობესებაზე, ამ მიზნით ახორციელებს დაზიანებული ტერიტორიების გამოკვლევა აღდგენას. კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრა-ფორმირებას.
მიმდინარე წელს ფიტოსანიტარული მონიტორინდის საფუძველზე, დაავადების პრევენციის მიზნით განხორციელდა ხე-მცენარეების წამლობა. სამსახურის თანამშრომლები ასევე ყოველდღიურად ახორციელებენ ბოლნისში არსებული მწვანე ზორლებისა და სკვერების მოვლა-პატრონობას.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წელი სავსე იყო გამოწვევებით და მსოფლიო პანდემიამ სრულად შეცვალა დღის წესრიგი, გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა მაინც შეძლეს გარემოზე ზრუნვა და ისიც, რომ გარემოსთან ერთად ხალხის სამსახურშიც ჩამდგარიყვნენ. ისინი აქტიურად ჩაერთნენ ახალი კორონო ვირუსის პრევენციის ღონისძიებებში მოხალისეობრივი საქმიანობით. ასევე სამსახურის უფროსი, თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა საქველმოქმედო აქციას და საკუთარი სახსრებით 15 სოციალურ ოჯახს გადასცეს სასურსათო პროდუქტები.

დღეს, ბოლნისში გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს ყველა იცნობს და თითოეული გეტყვით, რომ გამწვანების სამსახური ერთ-ერთია, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და ყველა თანამშრომელი დაუღალავი შრომით ასრულებს მასზე დაკისრებულ საქმიანობას.








(r)