გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ივანე მაჭავარიანმა მომდევნო წლებში გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა

21-12-2020

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც უნდა დაიძლიოს მომდევნო წლებში.

" ჩვენი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ: მთავრობის ვალის მაჩვენებელი, რომელმაც მიაღწია მშპ-ს 60%-იან ნიშნულს უნდა შემცირდეს, ვალის შემცირების გზა ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს ვალისრადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს; ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი, უნდა მოხდეს ფისკალური რისკების მინიმიზაცია, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებებიდან მომდინარე ვალდებულებებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილება, ასევე აუცილებელია განხორციელდეს საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.