გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

21-12-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმები წარუდგინა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად,გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

„სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირებისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; ვიწყებთ EMPARD-ის მეოთხე ფაზას. შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის განვითარების კუთხით. ასევე, ქალ ფერმერთა და მეწარმეთა განვითარების ხელშეწყობისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა;ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისხელშეწყობისათვის გაგრძელდებაფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ამასთანავე, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; ვიმუშავებთ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული.სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიზნით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება;არასეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწება სათბურების თანადაფინანსების ღონისძიებები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის საჭიროების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება;ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლების და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმების და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტური სისტემების სრულყოფა მოხდება. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.