გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავი-თბილისის მარშუტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

14-03-2018

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, რუსთავის ძველი ბაზრიდან თბილისში, რკინიგზის სადგურის მარშრუტზე მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია "ინტერტრანსის" მიერ ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. 
გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მძღოლებმა აქცია გამართეს და მუშაობა შეწყვიტეს. 
როგორც გაფიცული მძღოლები აცხადებდნენ, ყოველდღიური გადასახადი 60 ლარი, 10 ლარით გაუზარდეს. ამასთან ერთად, გადახდის ვადა ყოველი თვის 20 რიცხვის ნაცვლად 15-ში გადმოუტანეს. მძღოლების თქმით, ისინი მუშაობას ხვალიდან განაახლებენ, თუმცა გაზრდილი გადასახადის გადახდაზე უარს აცხადებენ.

"ინტერპრესნიუსი"