გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიაზე, რომელიც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს

22-12-2020

ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ კვლავ ექნებათ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.

„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტრანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმის ვაჭრობისა, ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული არც ამ 2-თვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.