გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: წლევანდელ ახალ წელს ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში და არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, რომ იანვარში მაქსიმალურად შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი

22-12-2020

წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი იგივე მაღაზიებში, რომ გაიხსნება. არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული რომ ჩვენ მაქსიმალურად იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და მივცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა.

„რა თქმა უნდა, ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებში ჩვენ გვექნება ზრდის გარკვეული ტენდენცია ისევ, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რათა ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ მეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.