გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ცქიტიშვილი: ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე და ასევე შობის ღამე

22-12-2020

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე და ასევე შობის ღამე. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ საახალწლო დღესასწაული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან რეგულაციები.

„ჩვენ,ერთი მხრივ, ძალიან დიდი ფასს ვიხდით ყველა იმ შეზღუდვებისთვის და მეორე მხრივ, ყველა შეზღუდვის მოხსნითაც ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ის ერთობა, ის სოლიდარობა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ წარმატებით გვემართა ეპიდემიის პირველი ტალღა, ჩვენ ასევე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეორე ტალღას და შესაბამისად ვთხოვთ ყველას, რომ კვლავ დაიცვან ყველა ის რეგულაცია, პირბადის მოხმარება ყველაზე მარტივი, ყველაზე აუცილებელი და ყველაზე უსაფრთხო წესი, რომელიც ეპიდემიოლოგებმა გვირჩიეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს საახალწლო ღონისძიებებიც აღვნიშნოთ ძალიან ვიწრო წრეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.