გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის სასაფლაოზე 90-იან წლებში დამარხული ცხედარი იპოვეს

20-11-2017

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.


 

 „ვიზუალური დათვალიერებით ის ახალგაზრდა ჩანდა. ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი ეცვა. ჩემი ვარაუდით ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. პარკში სხვა არაფერი იდო,“, - ამბობს ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლი ანზორ კალანდია, რომელმაც მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა.


 

ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ, მისი ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.



„ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, რათა მისი და ჩვენ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დეენემის ანალიზი ერთმანეთს შევედაროთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ძალიან სენსიტიური თემაა. შეიძლება გამოჩნდეს გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი“, - გვითხრა ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ.


 

წითელი ჯვარი უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების შესახებ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მონაცემებით გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროსა და  2008 წლის ომის დროს დაკარგულად 2300-მდე ადამიანი მიიჩნევა.


 

 ადგილი სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.


წყარო: რადიო "ათინათი"