გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინეს

22-12-2020

საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარედგინა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.

საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.