გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“

22-12-2020

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის მნიშვნელოვან გეგმებზე ისაუბრა. „2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“.

სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ავიაციის პარკის განახლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის ნაწილია. მისი განცხადებით, მომავალ წელს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს დასრულდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და ჩვენ მივიღეთ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ებრაელ პარტნიორებთან, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საავიაციო პარკის განახლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომდევნო წლებში თავდაცვის ძალებს სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი ექნება.