გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეები გრძელდება

22-12-2020

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ღია კარის დღე თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ტარდება. ონლაინ ღია კარის დღეზე ცენტრის წარმომადგენლები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრებენ. მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღე სხვა რეგიონების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვისაც გაიმართება. კონკრეტული თარიღის შესახებ მათ ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხშირად დასმული კითხვები პასუხებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.