გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება შედეგიანი, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში რეალურ შედეგებს არ მივაღწიეთ

23-12-2020

როდესაც ვსაუბრობთ სამთავრობო პროგრამაზე, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი კონსოლიდირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში არ იქნა მიღწეული რეალურ შედეგები.

„ვერანაირი მიღწევა, იქნება ეს უსაფრთხოების, რეფორმების, თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი და ვერ მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო მიზნამდე, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში არ მივაღწიეთ რეალურ შედეგებს და თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დავამკვიდრეთ ქვეყანაში. ეს ყველას კარგად გვესმის და ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.