გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

15-03-2018

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დადიანის ქუჩაზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 
ექიმ გიორგი გერლიანის ინფორმაციით, “მიკროოპერაციულად აღმოჩნდა მარჯვენა პლევრის ღრუს და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მასიური სისხლდენით. ჩატარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენ დინამიკას გვიჩვენებს მკურნალობის შედეგი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი გერლიანმა. 
მოზარდი ზუგდიდში გუშნ დაჭრეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

"ინტერპრესნიუსი"