გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა იგეგმება

23-12-2020

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს თემა ქვეყნის დაცვას ეხება და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ, ნებისმიერი მოქალაქისთვის პრიორიტეტული თემაა. ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტის საკანონმდებლო უწყებაში განსახილველად შემოტანა პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა უახლოეს მომავალში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი განიხილება.

კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. მისი თქმით, ყურადღება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებაზე გამახვილდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში იგეგმება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურებს.