გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით

23-12-2020

ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა გლობალური კონკურენცია იქნება.

„გლობალური კონკურენცია პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა იქნება და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით იმისთვის, რომ პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამას ემსახურება ჩვენი ეკონომიკური გეგმაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.