გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას

23-12-2020

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში, ვსაუბრობთ იმ სისტემურ ფუნქციებსა და სამსახურებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელისუფლების და სახელმწიფოს მომსახურებას მოქალაქეებისთვის. ეს არის პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებლები. ეს ის მიმართულებებია, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით, ისევე როგორც ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოგეხსენებათ, ჩვენ წელსაც გავუზარდეთ ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენელს ხელფასები. მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული და სანამ გახდება ღირსეული, მერწმუნეთ, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება,“- განაცხადა პრემიერმა.