გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ყოველწლიურად პენსიის ზრდას და ის მიბმულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, რათა არჩევნებიდან არჩევნებამდე არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი

23-12-2020

პენსიონერების ნაწილში, მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ყოველწლიურად პენსიის ზრდას და ეს ზრდა მიბმულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდა არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

„სოციალურად დაუცველების ნაწილში რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია, როგორც მიზნობრიობის ხარისხის, ასევე თვითონ მოცულობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, აქ უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგები გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე უპასუხა საპენსიო მომსახურებასთან დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ შედგა შეთანხმება კონკრეტულ ბანკთან, რომელიც პენსიას გასცემს და დღეის მონაცემებით, ბანკს აქვს ვალდებულება, პენსიონერები გადაანაწილოს 10 დღის განმავლობაში, რომ ყველას ერთ დღეს არ უწევდეს პენსიის მიღება.

„ბანკი პენსიონერებს გაანაწილებს არა გადავადებით, არამედ პენსიის უფრო ადრე გაცემის თვალსაზრისით. ეს აუცილებელი გახდა პირველ რიგში ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, რადგან ერთ ადგილზე მაღალი რისკის შემცველი ადამიანები - ხანდაზმულები იყრიდნენ თავს და ეს იმდენად მოსახერხებელი გახდა მათთვისაც, რომ ვემუშავეთ ბანკს, რომ ეს წესი ასე დარჩენილიყო“, - განაცხადა პრემიერმა.