გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, რომ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური მაქსიმალურად დავიცვათ

23-12-2020

ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა - ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ლარის სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„სამწუხაროდ, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შემიძლია მოგიყვეთ აქ, რომ ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა. ჩვენ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს ასეა. ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა - ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა. ახლა ვსაუბრობ კონკრეტულად კრიზისიდან გამოწვეულ შედეგებზე და არა საშუალო და გრძელვადიანზე. ჩვენ სანამ არ დავუბრუნდებით 2019-2020 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მანამდე, რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს, ლარის კურსის სოციალური ზემოქმედების ნაწილში ყოველთვის დაუდგება გვერდით. ჩვენ გვესმის, რომ ეს აუცილებელია და ამას გავაკეთებთ ნებისმიერ პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.