გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა

23-12-2020

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების პროგრამები პრაქტიკულად გათანაბრებულია, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა.

„მოგეხსენებათ, წვდომა ძირითადი გამოწვევაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ადამიანის უფლებების საბაზისო მოთხოვნების დასაცავად. მათ შორის, ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.