გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მცხეთაში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23-12-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე, 35 კუბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტი, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.