გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვების დარიგება გრძელდება

23-12-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება გრძელდება.

პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე №1 ბაგაში, ადგილზე გაეცნენ.

საკვები პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. სასურსათო პაკეტში 11 სხვადასხვა სახის პროდუქტია გათვალისწინებული, მათ შორის ხორცი, კვერცხი, ზეთი, კარაქი, შაქარი, შესქელებული რძე, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, პური და ბანანი. გარდა ამისა, პატარებს საახალწლოდ ტკბილეულიც ურიგდებათ.

სასურსათო პაკეტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა კუთვნილ სასურსათო პაკეტს და საახალწლო ტკბილეულს მიმდინარე კვირის ბოლომდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 26- ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.