გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო გუნდი წარუდგინა

24-12-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს წინაშე 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო გუნდი წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ მთავარ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს.

„პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის მართვა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გლობალური გამოწვევის დაძლევა. ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკის გაძლიერება არის პირველი რიგის ამოცანა. ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების კუთხითაც გვმართებს ძალიან ოპერატიულად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება და სწორედ ეს პრიორიტეტებია წარმოდგენილი იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც განახორციელებს აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.