გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჩვენ შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა პენსიის ზრდა და ეს არანაირად არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი

24-12-2020

ყველას კარგად გვესმის და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, რომ სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იზრუნოს ხანდაზმულ მოქალაქეებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, მთავრობამ პარლამენტთან ერთად შეძლო, რომ საკანონმდებლო დონეზე გაემყარებინა პენსიონერებისთვის პენსიის ზრდის საკითხი და ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტთან ერთად შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ჩვენი პენსიონერების პენსიის ზრდა და ეს არანაირად არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი. ეს იყო კარგი, სწორი თამამი და ძლიერი გადაწყვეტილება, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა. შეიძლება ვიდავოთ იმაზე საკმარისი არის თუ არა, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, თუმცა ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.