გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში

24-12-2020

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში - ეს იქნება ბიზნესი, კულტურა, სპორტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უსაფრთხო გარემოს მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა.

„უსაფრთხო გარემოს მისაღწევად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და რაც მთავარია - ყველა ამ მიმართულებით, როგორც შედეგი - სასჯელის გარდაუვალობა. ეს არის ძირითადი კომპონენტი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სრულიად სამართალდამცავი სისტემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.