გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

24-12-2020

საქართველოს მელიორაცია რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება.

წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება კოროზირებული ფოლადის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურდული, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფასტრუქტურის სარეაბილიტაციო 5 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1155 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას ჰექტარზე მეტ სავარგულზე გაუმჯობესდება.