გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

24-12-2020

პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება.

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.