გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით შეზღუდულია

24-12-2020

რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამის საკვანძო თავზე ისაუბრა, რომელიც არის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვალდებულების გარდა აუცილებლობაა, რომ ეს თავი დავიწყოთ ოკუპაციით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები არის საფუძველი და ფუნდამენტი ქვეყნის შემდგომი ევროპული ორიენტაციის პრაქტიკული განხორციელების, ოკუპაციაც ერთ-ერთი ასეთი პირობაა, ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, მშვიდობიანად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომლის გარეშეც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის შეზღუდული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით გაგრძელებული, ჩენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში, სწორედ იმ 20 %-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია.
ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ფორმატი, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ძირითადი და მთავარი მიზნის მისაღწევად, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ“, - განაცხადა პრემიერმა.