გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: საჯარო მოხელე კეთილსინდისიერი და ამავე დროს კომპეტენტური, - უაღრესად დაფასებული უნდა იყოს

24-12-2020

ძლიერი სახელმწიფო აპარატი და კვალიფიციური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე დღეს ხდება უაღრესად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ვერ ერთვებიან ქვეყნის განვითარებაში, საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქის ინტერესები და უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა. ეს გეგმა გახლავთ 2024 წლისთვის შევძლოთ, ქვეყანა მოვიყვანოთ ისეთ სტანდარტებამდე, რომ თამამად და რაც მთავარია, სამართლიანად შეგვეძლოს სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილია ის, რომ ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად ქვეყანაში ყოველწლიურად საჭირო იქნება უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რომლის განხორციელება და გატარებაც ეფექტიანი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური საჯარო მოხელის გარეშე იქნება შეუძლებელი.

მეორე ნაწილი - მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ძალზედ დემოკრატიული, ევროპული მმართველობითი სისტემა. საპარლამენტო დემოკრატია თითქმის პროპორციული და 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამ სისტემაში კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის როლი არის ცენტრალური. ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ვერ ერთვებიან ქვეყნის განვითარებაში, საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქის ინტერესები და უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური. სხვანაირად, ნებისმიერ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას პირდაპირი ზემოქმედება ექნება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. საჯარო სექტორი და საჯარო მოხელე არის ზუსტად ის განზომილება ჩვენი სახელმწიფოსი, სადაც ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელე - კეთილსინდისიერი და ამავე დროს კომპეტენტური - უნდა იყოს უაღრესად დაფასებული და როდესაც საუბარია მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე, ხელფასების ზრდაზე, აქ უნდა ვიმოქმედოთ თამამად, რამეთუ ეს არის ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.