გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15-03-2018

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ, ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითშ.ს.-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.